დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნირვანას“ ყოფილი სოლისტის მიერ გატეხილი გიტარა აუქციონზე დაახლოებით $600 ათასად გაიყიდა

„ნირვანას“ ყოფილი სოლისტის მიერ გატეხილი გიტარა აუქციონზე დაახლოებით $600 ათასად გაიყიდა

22-05-2023 20:00:54

ამერიკული როკ ჯგუფის „ნირვანას“ ყოფილი სოლისტის, კურტ კობეინის მიერ გატეხილი გიტარა აუქციონზე დაახლოებით 600 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ trt.net.tr წერს.

გამოცემის ცნობით, ნიუ-იორკში მდებარე კაფე Hard Rock-ში გამართულ აუქციონზე, ამერიკული როკ ჯგუფის „ნირვანა“-ს ყოფილი სოლისტის, 1994 წელს გარდაცვლილი კურტ კობეინის მიერ Fender Stratocaster-ის მარკის გიტარა მოსალოდნელზე 10-ჯერ ძვირად გაიყიდა.

აღინიშნა, რომ გიტარა კობეინმა „ნირვანა“-ს პოპულარულ ალბომებზე Nevermind-ზე მუშაობისას 1990-იანი წლების დასაწყისში გატეხა.

აუქციონის სახლის „ჟულიენი“-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გიტარა 596 ათას დოლარად გაიყიდა, ხოლო მყიდველის ვინაობა არ სახელებულა.

გიტარაზეა ჯგუფის სამი წევრის ხელმოწერა, კობეინის მიერ მისი მეგობრის მარკ ლანეგანისადმი გაკეთებული მინაწერი და ასევე ჩანს, რომ კობეინს არასწორად აქვს დაწერილი სახელი გიტარაზე.

მყიდველის ვინაობა უცნობია. აუქციონერები ამბობენ, რომ ყოფილი მფლობელი ტონი პალმერია.

ორი წლის წინ, აკუსტიკური გიტარა, რომელზე კობეინმა დაუკრა ლეგენდარულ MTV Unplugged-ზე 1993 წლის ბოლოს, 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

„ჟულიენი“-ს სამდღიანი აუქციონი ასევე მოიცავს სხვა ლეგენდების, როგორიცაა ელვის პრესლის, ფრედი მერკურის, ჯანეტ ჯექსონის, დოლი პარტონის და სხვათა კუთვნილ ნივთებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები