საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით -29.1 მლრდ აშშ დოლარი (-74.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -110.1 პროცენტია (გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -115.1 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 966.0 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 14.8 მლრდ აშშ დოლარია (37.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 428.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 43.9 მლრდ აშშ დოლარი (112.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.4 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.
უახლესი