მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე ხუთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი განიხილა, რომელთა განხორციელებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უნდა ჩატარდეს.
„მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ჰიდროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 118 მგვ-ზე მეტია, ხოლო ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 167 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ − ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უახლესი