ახლახანს ლიბერთიმ ევექსთან განახლებული მემორანდუმი გააფორმა და სიახლეებიც დააანონსა. მემორანდუმის ფარგლებში, გრძელდება პროექტი, რომლითაც ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ევექსის 34 კლინიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური პირობებით სარგებლობენ.
26 ივნისიდან საზოგადოებამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ასაკით პენსიონერი, ყველა ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი ხდება, ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, კუთვნილ სოციალურ ბარათთან ერთად, საჩუქრად ევექსის 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს და ევექსის ნებისმიერ ფილიალში, ერთჯერადი ვიზიტის დროს, წინასწარ შერჩეული 3 სახის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს. ევექსის ამ სასაჩუქრე ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან 2 თვის განმავლობაში.
ლიბერთის და ევექსის წარმატებული თანამშრომლობის განვითარების და გაღრმავების თემაზე ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, დარეჯან მალაღურაძე გვესაუბრა.
„ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია ყველაზე ფართო ქსელით, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. მომხმარებლების ნაწილი საპენსიო ასაკის ადამიანია. მათზე ზრუნვა კი ბანკის გამოკვეთილი პრიორიტეტია. უკვე მრავალი წელია ბანკში წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტები, რომელიც მორგებულია სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე. ევექსთან 2020 წლის დასაწყისიდან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ყველა სოციალური ბარათის მქონე ადამიანისთვის გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზებები, რაც მოიცავს 50%-მდე ფასდაკლებას ამბულატორიულ კვლევებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებებზე.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, მუდმივად ვცდილობთ შევიტანოთ სიახლეები. თანამშრომლობის პირველ წელს ფასდაკლების პირობები ეხებოდათ მხოლოდ სოციალური ბარათით მოსარგებლე პირებს. შემდგომში დაემატა შეთავაზება პედაგოგებისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ვისაც სარგო ლიბერთიში ერიცხება“.
ლიბერთის სოციალური პროექტების ჯგუფის ხელმძღვანელი მარიკა ნუცუბიძე ევექსთან გაღრმავებული თანამშრომლობის პირობებსა და შედეგებზე გვესაუბრა. როგორც მარიკა ნუცუბიძე აცხადებს, წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში მაღალია სოციალური ბარათის მფლობელების მხრიდან დაზოგილი თანხის მოცულობა.
„ლიბერთის და ევექსს შორის გაფორმებული ახალი მემორანდუმის განახლებული პირობები ითვალისწინებს საინტერესო სიახლეს. კერძოდ, ყველა ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო პენსიის მიმღები ხდება, ლიბერთის ფილიალში, კუთვნილ სოციალურ ბარათთან ერთად, საჩუქრად ევექსის 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს და წინასწარ შერჩეულ 3 სახის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს ევექსის ნებისმიერ ფილიალში. ევექსის ამ სასაჩუქრე ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან 2 თვის განმავლობაში.
ლიბერთის სოციალური პროექტების ფარგლებში შეთავაზებებით სარგებლობის ერთადერთი პირობაა გადახდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით - ლიბერთის ტერმინალზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების ბარათით გადახდის ქცევა ეტაპობრივად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ვიმედოვნებთ, რომ ბარათით გადახდას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს, რაც მათ საშუალებას მისცემთ სასურველი საჭიროება უფასოდ, ან მნიშვნელოვანი შეღავათით მიიღონ.
ევექსთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებმა 2 მლნ-მდე ფასდათმობით ისარგებლეს, ანუ დაზოგეს. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების აქტივობა და ინტერესი“.
„ლოიალობის სტრატეგიიდან გამომდინარე, სოციალური პროექტების განვითარების ხედვა და მიმართულებაა პირველადი საჭიროების კატეგორიების კომპანიების დაინტეგრირება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და უკვე პარტნიორობის არაერთი წარმატებული გამოცდილება გვაქვს საქართველოში არსებულ მსხვილ ქსელურ კომპანიებთან, მათ შორის სურსათის, ასევე ფარმაცევტული კატეგორიის ქსელებთან.
ლიბერთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა ევექსის ქსელთან და წარმატებული თანამშრომლობისთვის მათ მადლობა“, - ამბობს დარეჯან მალაღურაძე.
ევექსის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე განმარტავს, თუ რა მომსახურებას მიიღებს ვაუჩერის მფლობელი, რომელიც სოციალური ბარათის ყველა მფლობელისთვის ვრცელდება. მისი თქმით, ვაუჩერის სერვისებში შესაძლებელია ოჯახის ექიმის სერვისით სარგებლობა, რომელიც არის მთავარი რგოლი პირველად ჯანდაცვაში.
„გვიხარია რომ ლიბერთისთან ერთად ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ჩვენი კოლაბორაცია კიდევ უფრო ახალ და კარგ ფაზაში გადავიდა. ევექსის ახალ გახსნილ პოლიკლინიკაში, რომელიც მდებარეობა საბურთალოს რ-ნში, ცინცაძის ქუჩაზე ხელი მოვაწერეთ განახლებულ მემორანდუმს, რომლის ფარგლებში გავაუმჯობესეთ უფროსი თაობისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პირობები. დოკუმენტის ფარგლებში პირველი პენსიის აღების დროს, ლიბერთი ბანკი ადგილზე გადასცემს ევექსისგან საჩუქრად 150 ლარიან ვაუჩერს. მისი გამოყენება შესაძლებელია 3 მიმართულებით: ოჯახის ექიმი, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და ლაბორატორიული გამოკვლევა. (ექიმ-სპეცილისტისა და ლაბორატორიული გამოკვლევის არჩევა ხდება საჭიროების მიხედვით).
მინდა აღვნიშნო, რომ ევექსისა და ლიბერთი ურთიერთთანამშრომლობა ეფუძნება ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და დროულ მონიტორინგს; პროფილაქტიკური კვლევები აუცილებელია ნებისმიერ ასაკში, თუმცა საპენსიო ასაკში Check-Up კულტურის დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დროულად ავირიდოთ სხვადასხვა დაავადებების გაჩენის რისკები, ან სწორედ ვმართოთ პროცესი დაავადების არსებობის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ზემოთხსენებული ვაუჩერის სერვისებში შესაძლებელია ოჯახის ექიმის სერვისით სარგებლობა. ოჯახის ექიმი არის მთავარი რგოლი პირველად ჯანდაცვაში, რომელიც მართავს მთლიან პროცესს, როგორც პროფილაქტიკური კვლევების ასევე ჩივილების არსებობის შემთხვევაში.
გარდა ვაუჩერისა, ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირისთვის საკმაოდ ფართო სპექტრის სამედიცინო სერვისებზე განსაკუთრებული პირობები კვლავ ძალაშია ევექსის ქსელის მასშტაბით 34-ვე კლინიკაში. ეს გულისხმობს ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სერვისებზე 50%-მდე ფასდაკლებას. აღნიშნული ფასდაკლება ასევე ვრცელდება სტომატოლოგიურ მომსახურებებზე კლინიკა ნიუ დენტში“, - ამბობს ევექსის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე.
ევექსის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე განმარტავს, თუ როგორ ისარგებლებს სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირი ამ შეთავაზებით და როგორია ვაუჩერის გამოყენების პირობები. ნათია ილურიძის თქმით, ვაუჩერი აქტიურია მისი გაცემისთანავე და მისი გამოყენება შესაძლებელია გაცემიდან 2 თვის განმავლობაში.
„ვაუჩერით სარგებლობა შეუძლიათ ევექსში დაურეგისტრირებელ პაციენტებსაც ქსელის მასშტაბით მათთვის სასურველ ლოკაციაზე, ხოლო სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები ნებისმიერი პირი ევექსის ქსელში ფასდაკლებით სარგებლობას მარტივად, ლიბერთის სოციალური ბარათით - ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას შეძლებს“, - ამბობს ნათია ილურიძე/
აღსანიშნავია, რომ ლიბერთისა და ევექსის ერთობლივი პროექტი ყოველწლიურად იხვეწება და ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს და ახალ შეთავაზებებს. პროექტის დასაწყისში, ფასდაკლების პირობებით მხოლოდ სოციალური ბარათის მფლობელები სარგებლობდნენ, რომლებიც სოციალური ბარათით ანგარიშსწორების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე, მნიშვნელოვან ფასდაკლებებს იღებდნენ. შემდგომ ეტაპზე, პროექტში ლიბერთის სახელფასო ბარათებით მოსარგებლე პედაგოგები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ჩაერთნენ და მათ ევექსმა, გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებზე, მნიშვნელოვანი ფასდაკლებები შესთავაზა. დღეისათვის, ევექსის ყველა კლინიკაში, ლიბერთისთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოციალური სარგოს მიმღები პირებისთვის, მათ შორის, სახელმწიფო პენსიის ბენეფიციართათვის, კვლავ ძალაში რჩება არსებული ფასდაკლების სქემა როგორც ამბულატორიულ, ასევე სტომატოლოგიურ (ნიუ დენტი) სერვისებზე.
უახლესი