დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
KTW ჯგუფმა პრაღაში, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს ღვინოების ასორტიმენტი წარუდგინა

KTW ჯგუფმა პრაღაში, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს ღვინოების ასორტიმენტი წარუდგინა

29-11-2024 11:38:00

პრაღაში, სასტუმრო The Julius Prague-ში, KTW ჯგუფისა და Julius Meinl-ის ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავებასა და KTW ჯგუფის მრავალფეროვანი ასორტიმენტის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას ისახავდა მიზნად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა ინდუსტრიის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, საპატიო სტუმრებს შორის იყო Julius Meinl VI.

ღონისძიება KTW ჯგუფის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ ჩხაიძემ გახსნა და სტუმრებს კომპანიის შესაძლებლობები და ხედვები წარუდგინა.

ღონისძიების მიწურულს, სასმელების დეგუსტაციაც მოეწყო და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ KTW ჯგუფის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

სიამაყით გიზიარებთ, რომ შეხვედრა პარტნიორული კავშირების გაღრმავებისა და ახალი პერსპექტივების შექმნის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები