კომპანიამ „ვაჩნაძიანის ზვრები“ თელავში, სოფელ ვანთაში და სოფელ აკურაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები იყიდა, რაშიც საპრივატიზაციო თანხა 418 000 ლარი უკვე გადაიხადა.
აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანია ვალდებულია 3 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უზრუნველყოს საპრივატიზებო უძრავი ქონების განვითარება. კერძოდ, პრივატიზებული ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 60%-ზე უნდა უზრუნველყოს ერთწლიანი ან/და მრავალწლიანი ნარგავების გაშენება. ასევე ამ ტერიტორიაზე განავითაროს ინფრასტრუქტურა, შეღობოს მესრით და გამართოს საირიგაციო სისტემა.
აღნიშნულისთვის კი „ვაჩნაძიანის ზვრები“ მინიმუმ 150 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციას განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „ვაჩნაძიანის ზვრები“ პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის ღვინის საწარმო და არანაკლებ 10 ნომრიანი სასტუმროს მოწყობის ვალდებულება აიღო. პროექტი ამჯერად მიმდინარეა, რადგანაც ხელშეკრულების მიხედვით ინვესტორმა პროექტი 48 თვის ვადაში უნდა განახორციელოს.
სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების მიხედვით, „ვაჩნაძიანის ზვრებმა“ აღნიშნული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 5000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
საინვესტიციო პროექტის მხარდასაჭერად შპს „ვაჩნაძიანის ზვრებს“ სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე 14 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 2020 წლის მეორე ნახევარში ელექტრონულ აუქციონის შედეგად გადაეცა.
უახლესი