მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ზურაბ აბაშიძე: “საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან პირობებში თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გზას აირჩევს ევროპული მომავლისკენ”

news image

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეკლარაცია დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას შეეხება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კონგრესის მონაწილეების წინაშე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე გამოვიდა, რომელმაც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე, ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ევროპული დემოკრატიის ღირებულებების ერთგულებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს. მისივე თქმით,  მნიშვნელოვნად დაიხვეწა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა, ასევე, საარჩევნო პროცესების დაკვირვების მიზნით, უკვე აკრედიტებულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

„ძალიან ვაფასებთ, რომ ეს ფაქტები დადებითად შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და დიპლომატიური მისიების მხრიდან. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ზრუნვას მშვიდობიან წინასაარჩევნო პროცესზე, როგორც ეს ეუთო-ს მიერ იქნა აღნიშნული. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან პირობებში თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გზას აირჩევს ევროპული მომავლისკენ. საქართველომ დიდი ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება ევროპულ ოჯახში დაბრუნების შესახებ, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩვენი ღირებულებები ევროპულთან ყველაზე ახლოსაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ საერთო ინტერესები ევროპელ პარტნიორებთან უფრო ძლიერია, ვიდრე განსხვავებები შეხედულებებში. ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გაგრძელებას როგორც ადგილობრივი დემოკრატიის, ისე ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებების განვითარების სასიკეთოდ“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა