მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„ჟუჟუნა“ აშშ-სა და აზერბაიჯანის ბაზრებზე შევიდა - კომპანიის დირექტორი წელს აჯამებს

news image

ნახევრად ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია „ჟუჟუნას“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მათე აბესაძე Business Insider Georgia-სთან  ამბობს, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ, კომპანიისთვის 2023 წელი საკმაოდ პოზიტიური იყო.

„დავუბრუნდით 2019 წლის შემდგომ პერიოდს, რა დროსაც ზრდის მაჩვენებელი როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე შთამბეჭდავი იყო. წელს, დაახლოებით 35%-ით გაგვეზარდა გაყიდვები, როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზრებზე, სადაც 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 70%-ით მეტი პროდუქცია გავიტანეთ.

ფაქტობრივად, საწარმოო მარაგები ამოვწურეთ, რადგან მზად არ ვიყავით ამ მოთხოვნის საპასუხოდ. 24/7-ზე ვმუშაობდით წარმოების კუთხით. ფაქტობრივად, უკვე ჩვენი ვენახებიდან ვიღებთ მოსავალს. 2024 წელს ვხვდებით გამოწვევით, რომ წარმოება მაქსიმალურად გაუმკლავდეს მოთხოვნას, რომელიც ბაზარზე არსებობს“,- ამბობს კომპანიის დირექტორი.

მისი თქმით 2023 წელს მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ „ჟუჟუნას“ ბრენდზე არსებული მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ და ახალ საექსპორტო ბაზრებზეც გასულიყვნენ. 

„ექსპორტზე დაგვემატა ორი ქვეყანა - აშშ და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი არის საკმაოდ საინტერესო ბაზარი, რადგან დაგვეკონტაქტა ერთ-ერთი ძლიერი რითეილის ქსელი და „ჟუჟუნა“ ამ ქვეყნის სავაჭრო ქსელების თაროებზე იანვრის ბოლოს უკვე გამოჩნდება.  

რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს, იქ პროდუქცია უკვე გადავტვირთეთ ოქტომბრის ბოლოს და ახალ წელს პროდუქცია უკვე იყო თაროებზე. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბაზარზე პროდუქცია ახალი შეფუთვით 750 გრამიანი ბოთლებით გავაგზავნეთ. აშშ-ის ბაზარზე შევიდა ვარდისფერი და მწვანე „ჟუჟუნა“და დაემატა მესამე სახეობა, ქარვისფერი. ან დროისთვის კომპანია 5 საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი. მათ შორის იაპონიაში, ჩინეთსა და ლიეტუვაში“, - ამბობს კომპანიის დირექტორი. 

„ალკოჰოლი მოკრძალებული, თუმცა მატყუარა 11%-ია. „ჟუჟუნაში„ ყვითელი კენკრის და მწვანე ვაშლის ტონებს ამოიცნობ, მოკლედ ქორფა, მჩატე და ხალისიანია. ჰოდა, სწორედ ამიტომ, ბევრი კოქტეილის მოსამზადებელადაც ეძახიან.

„ჟუჟუნა“ ღვინო კახეთში იწარმოება. ყურძენს პარტნიორი ფერმერებისგან ვყიდულობთ, რომლებთანაც გრძელვადიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ღვინის დაყენებასა და ჩამოსხმას კი მეღვინე გოგი დაქიშვილი ხელმძღვანელობს. ადრეულ რთველზე მოწეული რქაწითელი და მწვანე ზუსტად იმ დაბალ შაქრიანობასა და მაღალ მჟავიანობას ქმნის, რომელიც პირველადი ღვინო-მასალის მისაღებად გვჭირდება. ხოლო, ჟუჟუნას სიცქრიალეს წნევაგამძლე ცისტერნებში, შარმატის მეთოდით, მეორადი ფერმენტაცია განაპირობებს. შედეგად,„ჟუჟუ“ იტევს ალკოჰოლს, რომელიც მატყუარა 11%-ია. ღვინოში ნახშირორჟანგის წნევა კი 2.3 ბარია“, - აღნიშნულია „ჟუჟუნას“ ვებგვერდზე პროდუქტის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა