ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით მუშაობას აჩერებს
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს - სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.
„ამ პირობებში, ჩვენს თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადავუხდით და სრულად შევუნარჩუნებთ საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს ავუნაზღაურებთ.
გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რაც უკვე ორი წელია გრძელდება. გართულებულ პირობებს თან დაერთო მადნის დეფიციტი.
ჩვენმა კონტრაქტორმა “ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ”, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა.
ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო სილიკომანგანუმის წარმოება ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან შევამცირეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს მთავარ საექპორტო ბაზარზე აშშ-ში აღარ მომხდარა ფეროშენადნობების რეალიზაცია.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვიმედოვნებთ, რომ გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და შევძლებთ სამუშაო პროცესის დათქმულ ვადაზე ადრე აღდგენას“,- ნათქვამია განცხადებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები