Xiaomi Corporation-მა ჩინეთის სახელმწიფო მარეგულირებლისგან ელექტრო მანქანების (EVs) წარმოებაზე თანხმობა მიიღო. კორპორაცია ავტომობილების წარმოებას 2024 წლის დასაწყისში გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიამ (NDRC), რომელიც არეგულირებს ახალ ინვესტიციებს და წარმოების შესაძლებლობებს ჩინეთის ავტოინდუსტრიაში, Xiaomi-ს ელექტრო მანქანების წარმოებას მწვანე შუქი პეკინში ამ თვის დასაწყისში აუნთო.
Xiaomi გახდა მეოთხე კომპანია, რომელმაც 2017 წლის შემდეგ NDRC-ის თანხმობა მიიღო.
Xiaomi-მ პირობა დადო, რომ ათწლეულის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საავტომობილო ბიზნესში და დაისახა მიზანი, რომ პირველი მანქანების მასობრივი წარმოება 2024 წლის პირველ ნახევარში დაიწყოს.
კომისიის თანხმობის მოლოდინში, Xiaomi-მ გააგრძელა ეს წამოწყება, დაასრულა ქარხნის მშენებლობა, რომელსაც ყოველწლიურად 200,000 ელექტრომობილის წარმოება შეუძლია.
„Xiaomi მომავალ წელს დაახლოებით 100 000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
უახლესი