მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

Wizz Air-ი ახალ ფასდაკლების კლუბს ქმნის

news image

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია, დღეს ახალი ფასდაკლების კლუბის გახსნას აანონსებს. WIZZ Discount Club Light, ეს არის ლოიალობის ახალი პროგრამა, რომელიც მომხმარებელს ფრენის დროს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სთავაზობს.

პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება Wizz Air-ის ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში. WIZZ Discount Club Light გთავაზობთ მრავალფეროვან ფასდაკლებებს, მათ შორის სპეციალურ საბორტო კუპონებს და აქციებს WIZZ კაფესა და ბუტიკისთვის.

მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს WIZZ Discount Club Light-ს ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე. ისინი, ვინც WIZZ Discount Club Standard ჯგუფის წევრები არიან, ავტომატურად მიიღებენ WIZZ Discount Club Light შეთავაზებებს. ახალი პროგრამა მიზნად ისახავს გაზარდოს მომხმარებელთა ჩართულობა უნიკალური ფასდაკლებებით.

„WIZZ Discount Club Light არის კიდევ ერთი გზა ჩვენი მომხმარებლებისთვის, დაზოგონ თანხები WIZZ-თან ერთად მოგზაურობისას. ექსკლუზიური ფასდაკლებები ხელსაყრელი იქნება ყველასთვის, ვინც ჩვენთან ერთად ირჩევს ფრენას და შეძლებენ მეტი თანხა დაზოგონ საკვებსა და პროდუქტებზე“, - აცხადებს Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი ჟაჟა ტრუბეკი.

Wizz Air გააგრძელებს WIZZ Discount Club Light-ის საშუალებით გააფართოოს ხელმისაწვდომი უპირატესობები, შეთავაზებები და ფასდაკლებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://wizzair.com/en-gb/information-and-services/memberships/wizz-discount-club

Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანია” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა