მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

VR Holding არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ასრულებს თავის პირობას და ახორციელებს განსაკუთრებულ, ინოვაციურ და ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტებს - მანანიკო ნამორაძე

news image

VR Holding არის ის დეველოპერული კომპანია, რომელიც ასრულებს თავის პირობას და ახორციელებს განსაკუთრებულ, ინოვაციურ და ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერმა მანანიკო ნამორაძემ განაცხადა. მისი თქმით, VR Holding-ი დღეისათვის რამდენიმე მიმდინარე და დასრულებულ პროექტს აერთიანებს.  გასულ წელს კომპანიამ ახალი პროექტის VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph -ის გაყიდვები.

„VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი სასტუმრო პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო, ზღვის სუფთა წყალი. ეს არის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, ლიმიტირებული ოდენობის პრემიუმ ხარისხის ვილებს, 5-ვარსკვლავიან საცხოვრებლებსა და სასტუმროს, ინოვაციურ აუზებს, სპასა და ველნეს ცენტრს, ავთენტურ და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ რესტორნებს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს,გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.

მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპა სერვისებით, ფიტნეს ცენტრებითა და გამაჯანსაღებელი პროგრამებით, რათა შეძლონ ტერიტორიაზე დასვენება. აპარტამენტები ბარდება უმაღლესი ხარისხის რემონტით, რომელიც მოიცავს ავეჯსა და ტექნიკას, პროექტი დასრულდება 2026 წლის აგვისტოში.

მინდა დავამატო, რომ VR Holding-სა და ტურიზმის განვითარების ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის მიხედვითაც ტურიზმის განვითარების ფონდი ჩართული იქნება პროექტ VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის განვითარების პროცესში, რათა პროექტი განხორციელდეს პარაგრაფის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ VR Holding აერთიანებს მასშტაბურ პროექტებს, რომელზეც მოთხოვნა არა და არ წყდება, პირიქით რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად იმატებს, რადგან VR Holding არის ის დეველოპერული კომპანია, რომელიც ასრულებს თავის პირობას და ახორციელებს განსაკუთრებულ, ინოვაციურ და ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტებს.

ჩვენი პროექტების მცხოვრებლები დამიდასტურებენ, რომ ჩვენ პროექტებში ცხოვრება ერთი დიდი სიამოვნებაა, რადგან ყველა პროექტი ემსახურება ჩვენ მცხოვრებლებზე ზრუნვასა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას. შესაბამისად, როდესაც დეველოპერული კომპანია ზრუნავს და ითვალისწინებს მცხოვრებლების სურვილებს მის მიმართ ინტერესი არასდროს გაქრება. ჩვენი პროექტის მცხოვრებლები არამხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც არიან, რაც ნიშნავს იმას რომ VR Holding-ის მიმართ ინტერესი, სცდება ქვეყნის საზღვრებს, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა“, - აცხადებს მანანიკო ნამორაძე.

თუ VR Holding-ის პორტფელს გადავხედავთ პირველი პროექტი, რომლითაც VR Holding-მა ბაზარზე საქმიანობა დაიწყო „კრწანისი რესორტ რეზიდენსია“, რომელიც წარმოადგენს პირველ რესორტული ტიპის დასახლებას თბილისის ყველაზე დიპლომატიურ უბანში, კრწანისში. ეს არის პროექტი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი და ინოვაციური ინფრასტრუქტურით. მხოლოდ „კრწანისი რესორტ რეზიდენსში“ არის 45 მეტრიანი აუზი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღების იმიტაციით. მხოლოდ ჩვენთან არის ამდენი სპორტულ მოედანი და რეკრეაციული სივრცე. 

„როიალ თაუნჰაუსები“ იმ ადამიანებისთვის არის გათვლილი ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ერთ დიდ კომპლექსში, მაგრამ ამავდროულად ჰქონდეს საკუთარი გამოყოფილი სივრცე. „როიალ თაუნჰაუსში“ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ ყველა იმ სერვისითა და ინფრასტრუქტურით, რომელსაც სთავაზობს „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, რადგან „როიალ თაუნჰაუსები“ სწორედ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ტერიტორიაზეა განლაგებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა