მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით შემოვიდა - Galt & Taggart

news image

ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (63.1%-იანი წილი),შემოვიდა, - ამის შესახებ  Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

2024 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 2.5%-ით გაიზარდა და 2.4 მლნ მოგზაური შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 8.3%-იანმა ზრდამ განაპირობა (79.3% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 15.2%-ით შემცირდა.

„ამასთან, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლება 1.7 მლრდ აშშ დოლარი (+18.9% წ/წ) შეადგინა აღნიშნულ პერიოდში.

2024 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (24.8% წილი ჯამურ ვიზიტებში), თურქეთიდან (18.5% წილი) და სომხეთიდან (14.6% წილი). ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (63.1%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (36.0%-იანი წილი). ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 5.0 მლნ მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტული ვიზიტები 4.0 მლნ იყო, რაც მცირედით აღემატება 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.

ერთდღიანმა ვიზიტებმა კი მიმდინარე წლის 9 თვეში პანდემიამდელი დონის მხოლოდ 52.8% შეადგინა. შედეგად, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს (+11.3% წ/წ) გაუტოლდა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში. ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა