ვის ეკუთვნის საქართველოში კონიაკის მწარმოებელი TOP 5 საწარმო
ცნობილია, TOP 5 საწარმო, რომელიც საქართველოში ბრენდ კონიაკს დიდი მოცულობით აწარმოებს.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად წარმოების მიხედვით 2021 წელს შემდეგი TOP 5 საწარმო გამოიკვეთა:
(კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
სააჯარო რეესტრის მონაცემებით შპს CAUCASIAN ALCO-ს 100%-ს ზურაბ ინასარიძე ფლობს. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა.
შპს Bolero & Company-ის 100% ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა.
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა 100%იან წილს ზურაბ ჩხაიძე მართავს. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა.
სს სარაჯიშვილს სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ელგუჯა ბუბუტეიშვილი, წევრი: გელა შენგელია, წევრი: თენგიზი ჯაფარიძე, წევრი: მარინა მალაზონია. კომპანიის გენერალური დირექტორი/წევრი: ზურაბ ბუბუტეიშვილია. განთავსებული კაპიტალი 10 353 989.13 ლარს შეადგენს.
შპს ასკანელი ძმები-ის 45%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი ფლობს, ხოლო 55%-ს გოჩა ჩხაიძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები