მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

ვინ სარგებლობს სადაზღვევო ბროკერის სერვისით საქართველოში და როგორ ვითარდება ბაზარი - GS-ის კლიენტების მრჩეველი მარიამ ტაბაღუა და გადაზღვევის სპეციალისტი ანა ბახუტაშვილი

news image

ვინ სარგებლობს სადაზღვევო ბროკერის სერვისით საქართველოში და როგორ ვითარდება ბაზარი - GS-ის კლიენტების მრჩეველი მარიამ ტაბაღუა და გადაზღვევის სპეციალისტი ანა ბახუტაშვილი

GS-ი ქართულ საბროკერო ბაზარზე დაზღვევის მიმართულებით ლიდერია. 2023 წლის მონაცემებით, კომპანია 20 მილიონ ლარამდე სადაზღვევო პორტფელს მართავს.

მსოფლიოს განვითარებულ ბაზრებზე ბიზნესების 90%-ზე მეტი იყენებს საბროკერო მომსახურებას, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 7%-მდეა. კომპანიის მიზანია ეს მაჩვენებელი საქართველოშიც გაიზარდოს და დამკვიდრდეს საბროკერო მომსახურების კულტურა.

სადაზღვევო ბროკერ GS-ის თანამშრომლებს აქვთ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება. კომპანია არის Chartered Insurance Institute-ის წევრი და თანამშრომლები ფლობენ დაზღვევის შესაბამის სერთიფიკატებს და დიპლომებს.

რა ვითარებაა დღეს სადაზღვევო-საბროკერო ბაზარზე და როგორია სადაზღვევო ბროკერი GS-ის კონცეფცია, დეტალებზე Business Insider Georgia GS-ის კლიენტების მრჩეველს, მარიამ ტაბაღუას, და გადაზღვევის სპეციალისტს, ანა ბახუტაშვილს ესაუბრა.

 

რას გულისხმობს სადაზღვევო საბროკერო მომსახურება და როგორ ვითარდებოდა ეს ბაზარი საქართველოში?  

მარიამი:

წლების წინ  საქართველოში, როცა სულ რამდენიმე სადაზღვევო კომპანია ოპერირებდა და სადაზღვევო მომსახურეობებით ბევრი არ სარგებლობდა, რთულად დასანახი იყო ბროკერის ინსტიტუტის საჭიროება. ისედაც, საქართველო შედარებით პატარა ბაზარია და კლიენტები ცდილობენ, რომ სადაზღვევო კომპანიას თავად დაუკავშირდნენ ან დიდი ხანია აქვთ კომუნიკაცია რომელიმე სადაზღვევო კომპანიასთან. თუმცა, წლების განმავლობაში სადაზღვევო ბაზარი და სადაზღვევო პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა, ამასთან ერთად ნელ-ნელა დამკვიდრდა სადაზღვევო-საბროკერო მომსახურება, რაც გულისხმობს კონსულტაციას დაზღვევის მიმართულებით,  რისკ-მენეჯმენტს, პირობებისა და გამონაკლისების შემოწმებას და სხვ.   ბროკერის ჩართულობის შედეგად კლიენტი ყიდულობს მისი რისკებიდან გამომდინარე სწორ სადაზღვევო პროდუქტს, აქვს დეტალური ინფორმაცია იმ პირობებზე რითაც ეზღვევა, შესაბამისად იღებს  ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ბროკერის მთავარი ფუნქციაა შეარჩიოს დაზღვევა კლიენტის საუკეთესო ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ იმ ბენეფიტების შესახებ რასაც კომპანია იღებს საბროკერო მომსახურეობით:  კლიენტი ზოგავს დროსა და რესურსებს, რადგან სწორედ ბროკერი აკეთებს რისკების ანალიზს, ფასებისა და პირობების შედარებასა და ამზადებს ოპტიმალურ შეთავაზებას. ასევე, ბროკერები მთელი წლის განმავლობაში ჩართულები არიან დაზღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში, განსაკუთრებით კი ზარალების დარეგულირებაში.

ჩვენი გამოცდილებით, როდესაც კლიენტები ჩვენთან ურთიერთობას იწყებენ, კომფორტულად გრძნობენ თავს და ხვდებიან ბროკერის რეალურ საჭიროებას.  ნათელია, რომ წლიდან-წლამდე ბაზარი იზრდება. 2022 წელს მოზიდული პრემიის დაახლოებით 6,3%-ი ბროკერების მიერ არის განთავსებული. 900 მლნ. ლარია მოზიდული პრემია და აქედან 57 მლნ. ბროკერების ჩართულობით.

რა უნდა გაკეთდეს სექტორის, ასევე თქვენი მხრიდან იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი საქართველოში გაიზარდოს და უფრო მეტად დამკვიდრდეს საბროკერო მომსახურების კულტურა?

მარიამი:

საქართველოში სადაზღვევო ბაზარი მზარდია, იზრდება ბროკერების რაოდენობაც, ბროკერის საჭიროებას კომპანიებიც უფრო მეტად  ხედავენ. გვჯერა, რომ ამ სფეროს დიდი პოტენციალი აქვს. აქ რამდენიმე მიმართულებაა რომელიც ვფიქრობთ რომ ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას:  ერთი, რომ ცნობადობა სადაზღვევო საკონსულტაციო მომსახურეობის შესახებ ამაღლდეს, რადგან ბევრმა კომპანიამ არ იცის რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია სადაზღვევო კონსულტანტის ჩართულობას. ამ  მიმართულებით უშუალოდ ბროკერები აქტიურად ვმუშაობთ, ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრ პოტენციურ კლიენტს შევხვდეთ. მნიშვნელოვანია არსებული კლიენტების ჩართულობაც, რომლებიც თავიანთი გამოცდილების გათვალისწინებით  რეკომენდაციას გვიწევენ თავიანთ პარტნიორ თუ სხვა კომპანიებთან. ზოგჯერ თავადაც გვირეკავენ კლიენტები, რადგან საბროკერო მომსახურებით დაინტერესებულნი არიან. მეორე საკითხია ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. რაც უფრო დიდია ეკონომიკა, განვითარებულია საფინანსო სექტორი და საინვესტიციო გარემო, მით მეტი მოთხოვნაა სადაზღვევო პროდუქტებზე,  შესაბამისად ვითარდება ზოგადად სადაზღვევო ბაზარი და საბროკერო სექტორიც.

 

რკო

ახალი კოლექცია

--> news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა