ვფიქრობთ, 50 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 70 000 ფერმერული მეურნეობისათვის შევძლებთ სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას - დავით სონღულაშვილი
საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებისა და აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების მოდერნიზებისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს, ვფიქრობთ, 50 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 70 000 ფერმერული მეურნეობისათვის შევძლებთ სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა ილტოზე საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის პროექტირება და მშენებლობის სამუშაოების დაწყება. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული წყალსაცავი კახეთში 40 ათას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაზრდის წყალუზრუნველყოფის ხარისხს, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობაზეც. აკვაკულტურის წარმოების ზრდის ხელშეწყობა გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და მოიზიდავს ინვესტორებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები