მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ვერცხლის აქსესუარებისა და ტანსაცმლის ქართული ბრენდი „კენე“ ასორტიმენტს აფართოებს

news image

„კენე“ ქალისა და მამაკაცის ვერცხლის აქსესუარების და ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე და ქვეყნის გარეთაც, კარგად იცნობს მომხმარებელი.

თითოეული ნამუშევარი იქმნება სპეციალური დიზაინით და მზადდება საქართველოში უმაღლესი ხარისხის ვერცხლით. ბრენდის დამფუძნებლები მეგობრები - ნინი გოგსაძე და ეკა სუდაძე არიან.

,,კენეს“ საქმიანობა 2019 წელს ვერცხლის ნაკეთობების შექმნით დაიწყო, სამოსის ხაზი ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა და ასევე ძალიან პოპულარულია.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინი გოგსაძე Business Insider Georgia -თან ამბობს, „კენემ“ ბაზარზე პოზიციონირება ონლაინ მაღაზიით დაიწყო და დღეს უკვე საკუთარ მაღაზიას ფლობს.

„ონლაინ მაღაზიით დავიწყეთ, მალევე გაგვიცნო ვერცხლის მოყვარულმა საზოგადოებამ და შევძელით თავის დამკვიდრება. 2021 წელს გადავწყვიტეთ გაფართოება და დავამატეთ ტანსაცმლის ხაზიც. აღსანიშნავია, რომ თავად მომხმარებლისგანაც მოდიოდა ეს ინტერესი და საკმაოდ დადებითად შეხვდნენ სიახლეს. როგორც აქსესუარების, ასევე ტანსაცმლის სრული კოლექციები მზადდება საქართველოში, რისთვისაც ვთანამშრომლობთ ადგილობრივ საწარმოებთან. ჩვენს სივრცეში მომხმარებლებს აქვთ საშუალება შეარჩიონ ელეგანტური, კომფორტული სამოსი და შეუხამონ ვერცხლის აქსესუარები, რაც სრულყოფილი ლუქის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენი მიზანია შთავაგონოთ ქალბატონებს, რომ გამოხატონ საკუთარი თავი სამოსისა და აქსესუარების დახმარებით. მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ თანამედროვე, დახვეწილი კოლექციები და შემოვიტანოთ ახალი ტენდენციები. ვერცხლის აქსესუარები კი გამოირჩევა ნატიფი დიზაინით, იქცევს ყურადღებას და ამასთანავე არის კომფორტული და მოსახერხებელი ყოველდღიური ტარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბრენდის ორივე ხაზზე მოთხოვნა მსგავსად არის. გვიხარია, რომ ჩვენი მომხმარებლები, ძირითადად, ჩვენი ბრენდის ორივე ხაზის მომხმარებლები არიან“, - ამბობს ნინი გოგსაძე.

მაღაზია მდებარეობს თბილისში, ყაზბეგის N7-ში, თუმცა ონლაინ შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.

რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად ცდილობენ, ,,კენეს“ პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების სხვადასხვა კატეგორიისთვის, შესაბამისად ფასებიც თითქმის ყველა სეგმენტზეა გათვლილი.

მაღაზიაში პერიოდულად არის ქეშბექები და სხვადასხვა სახის შეთავაზებები, რომლებსაც ,,კენე“ ბანკებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ქართული ბრენდის გეგმაშია ასორტიმენტის გაფართოება და კიდევ ერთი ხაზის დამატება, რასაც მალე შესთავაზებს მომხმარებელს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა