მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ვაცოცხლებთ მივიწყებულ ქართულ ხელოვნებას, სხვადასხვა ამბებსა და ლეგენდებს - „იგრიკა“

news image

თანამედროვე ინტერიერის აქსესუარების ბრენდი „იგრიკას“ თანადამფუძნებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა Business Insieder Georgia-თან განაცხადა, რომ ბრენდის იდენტობითა და პროდუქციით, ის ქართველი და  უცხოელი მომხმარებლები  ინტერესდებიან რომლებსაც აქამდე უმოგზაურიათ ან აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას.

„იგრიკა“ არის ბრენდი, სადაც ვაცოცხლებთ მივიწყებულ ქართულ ხელოვნებას, სხვადასხვა ამბებსა და ლეგენდებს, რაც ზეპირსიტყვიერებას შემორჩა. ჩვენი მდიდარი კულტურის სხვადასხვა ასპექტები ნელ-ნელა, დავიწყებას მიეცა, ან დაიკარგა. ამიტომ მიზნად დავისახეთ მსგავსი ამბებისა და სიმბოლოების მოძიება და მათთვის ხელახალი სიცოცხლის მიცემა. ჩვენს ბრენდთან შეხებით კი სხვა ადამიანებიც ამ კულტურის მცველებად იქცევიან, ამიტომაც ჩვენი სლოგანი - ამბავი შენით განაგრძობს თხრობას“, - ამბობს გრიგოლ დალაქიშვილი.

„იგრიკას“ თანადამფუძნებელის შეფასებით, ბრენდისთვის გასული წელი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, მიუხედავად იმისა რომ წინა წლების ტენდენციებთან შედარებით პროცენტული ზრდა ნაკლები იყო.

„მაინც გამოიკვეთა საინტერესო ასპექტები ბრენდის მომავალი განვითარებისთვის, სხვადასხვა რესურსების მოძიებისა და ბრენდის მსოფლიო ბაზარზე შესვლის კუთხით“.

ბრენდის დამფუძნებელი Business Insider Georgia-თან „იგრიკას“ პრობლემებზეც საუბრობს.

 „ჩვენს საქმიანობაში მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი ყოველთვის იყო, მასალების  ლოკალურად მოძიების პრობლემა. ადგილობრივ ბაზარზე სამწუხაროდ, რთულია ხარისხიანი მასალების პოვნა ხელმისაწვდომ ფასად, ამიტომ გვიწევს  ნაწილის იმპორტი. რაც ასევე პრობლემატური თემაა, რადგან ხშირად იცვლება ფასიც ვალუტის კურსის მიხედვით”.

უახლოეს მომავალში „იგრიკა“გეგმავს შოურუმის გახსნას, რომელიც სახელოსნოსა და მაღაზიის ფუნქციას შეითავსებს.

ბრენდი იგრიკა 4 წლის წინ, აპრილის თვეში დაარსდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა