მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ვაკვირდები კამათს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, არავის გაუბედავს თქმა, რომ არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული - ვიქტორ ორბანი

news image

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მან არჩევნების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ვიქტორ ორბანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზეც ილაპარაკა და საქართველოსა და უნგრეთს შორის მსგავსებასაც გაუსვა ხაზი.

„მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტეთ, ჩამოვსულიყავით თბილისში და ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის ურთიერთ-სახარბიელო და პოზიტიური. ისტორია იქნება ამის მიზეზი აშკარად იმიტომ, რომ თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ. ჩვენს ირგვლივ დიდ სახელმწიფოებია, დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოები და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს. ხალხი ერთმანეთს აკვირდება და ეს განსაკუთრებული სიხარულის მომცემია.

ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. მე ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია, ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა