ვახორციელებთ და ვაერთიანებთ მაშტაბურ პროექტებს, რომელზეც მოთხოვნა არ წყდება - VR Holding
დეველოპერული კომპანია VR Holding-ი, რომელიც 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა, დღეისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო ინდუსტრიაში ერთ-ერთმა პირველმა დანერგა უმაღლესი სტანდარტი. ამ დროისათვის კომპანია სათავეში უდგას ისეთ მიმდინარე პროექტებს, როგორიცაა VR KRTSANISI RESORT RESIDENCE, VR SHEKVETILI FOREST〜BEACH | BY PARAGRAPH, VR VAKE SKYVIEW TOWER და „როიალ თაუნჰაუსი“.
რა ეტაპზეა დღეისათვის VR Holding-ის მიერ დაწყებული პროექტები და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, დეტალებზე Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერმა მანანიკო ნამორაძემ ისაუბრა.
- როგორია დღეისათვის VR Holding-ის საინვესტიციო პორტფელი და მთლიანობაში რამდენი განხორციელებული და მიმდინარე პროექტია კომპანიის ბალანსზე? ასევე საინტერესოა მიმდინარე პროექტის მასშტაბები და დასრულების ვადები?
- VR Holding არის კომპანია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მიმდინარე და დასრულებულ პროექტს. პირველი პროექტი რომლითაც VR Holding-მა ბაზარზე საქმიანობა დაიწყო არის „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“. ეს არის გამორჩეული პროექტი, რადგან პირველი რესორტული ტიპის დასახლებაა თბილისის ყველაზე დიპლომატიურ უბანში, კრწანისში. ეს არის პროექტი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. ეს არის პროექტი, რომელიც პირდაპირ ასახავს პრემიუმ ხარისხს, როგორც სამშენებლო, ისე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ეს არის პროექტი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი და ინოვაციური ინფრასტრუქტურით. მხოლოდ „კრწანისი რესორტ რეზიდენსში“ არის 45 მეტრიანი აუზი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღების იმიტაციით. მხოლოდ ჩვენთან არის ამდენი სპორტულ მოედანი და რეკრეაციული სივრცე. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი რესორტული ტიპისაა მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ჩვენი სერვისებით სახლიდან გაუსვლელად.
„როიალ თაუნჰაუსები“ იმ ადამიანებისთვის არის გათვლილი ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ერთ დიდ კომპლექსში, მაგრამ ამავდროულად ჰქონდეს საკუთარი გამოყოფილი სივრცე. „როიალ თაუნჰაუსში“ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ ყველა იმ სერვისითა და ინფრასტრუქტურით, რომელსაც სთავაზობს „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, რადგან „როიალ თაუნჰაუსები“ სწორედ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ტერიტორიაზეა განლაგებული.
გარდა ამისა, გასულ წელს დავიწყეთ უკვე ჩვენი ახალი პროექტის VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph -ის გაყიდვები. VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი სასტუმრო პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო, ზღვის სუფთა წყალი. ეს არის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, ლიმიტირებული ოდენობის პრემიუმ ხარისხის ვილებს, 5-ვარსკვლავიან საცხოვრებლებსა და სასტუმროს, ინოვაციურ აუზებს, სპასა და ველნეს ცენტრს, ავთენტურ და სხვადასხვა
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები