მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს 14 მლნ დოლარით დააფინანსებს

news image

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით დაიწყო ახალი პროგრამა USAID განათლება მომავლისთვის.

$14 მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ელჩმა, ერინ ელიზაბეტ მაქიიმ და არიზონას უნივერსიტეტის პროფესორმა ივეტა სილოვამ. 

„USAID-ი არის და რჩება საქართველოს სანდო პარტნიორად. ყველა ის პროექტი რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად განათლებაში არის უმნიშნვნელოვანესი, ჩვენი სამინისტროს ერ-ერთი მთავარი მიმართულება არის ზოგადი გაანთლების რეფორმა, ამიტომ, დღევანდელი პროექტი, რომელიც USAID-თან ერთად დავიწყეთ არის მნიშვნელოვანი და პასუხობს იმ რეფორმებს, იმ გასაკეთებელ და გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელსაც სამინისტრო ახლო მომავალში გეგმავს, ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება პროგრამასთან თანამშრომლობა, რათა ვუზრუნველყოთ იმ გამოწვევების დაძლევა, რომელიც ახლა ზოგად განათლებაში გვაქვს და გავაუმჯობესოთ ჩვენი შვილებისთვის ხარიხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, ავამაღლოთ მასწავლებელთა კვალიფიკაცია,“ განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

„საქართველოსა და USAID-ის ახალი საგანმანათლებლო პარტნიორობა ხელს შეუწყობს  სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციას გახდნენ სკოლის ლიდერები, ეს არის აკადემიური პერსონალის პროფესიული წარმატების საწინდარი. ჩვენ ხელს ვუწყობთ მასწავლებლებს, რათა აიმაღლონ პროფეიული კვალიფიკაცია და ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დასახული მიზნების მისაღწევად,“ განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ელჩმა, ერინ ელიზაბეტ მაქიიმ.

USAID განათლება მომავლისთვის საქართველოში 5 წლის მანძილზე ხელს შეუწყობს მომავალ  მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას,  სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას.  პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია ქემონიქსი. 

2004 წლიდან USAID საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს განათლების სფეროს განვითარებას. აღნიშნული პერიოდიდან USAID-იმ 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოყო როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარებისთვის. სახელმწიფოსთან და კერძო სექტორთან 20 წლიანი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები მასშტაბური და მდგრადია.   

USAID საქათველოს შესახებ - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ს განვითარების წამყვანი სააგენტოა, რომელიც ამჟამად ახორციელებს 40 პროგრამას. ეს პროგრამები მიზნად ისახავს საქართველოს და მისი მოსახლეობის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც 1992 წლიდან უკვე 1.9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია ქვეყანას. USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და დემოკრატიას, რაც დაეხმარება საქართველოს მოსახლეობის მიერ განცხადებული სურვილის შესრულებას - ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტ დროს ითვლის, USAID-მა მხარი დაუჭირა ისეთი პროგრამების განხორციელებას საქართველოში, როგორებიცაა: მოსახლეობის ელექტოროენერგიით უზრუნველყოფა, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვაზე ზრუნვა, საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობის და შესაძლებლობების შექმნა და მოქალაქეზე ორეინტირებული დემოკრატიული პროცესების გაძლიერება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა