თურქული ლირა ახალ მინიმუმამდე დაეცა
თურქულმა ვალუტამ, მარცვლეულის გარიგების ირგვლივ არსებული ვითარების ფონზე, გაუფასება კიდევ უფრო მეტი ტემპით დაიწყო დოლართან და ევროსთან მიმართებაში თავის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
ორშაბათის ვაჭრობის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 26,31 ლირა ღირს.
„თავის მხრივ, თურქეთის სახელმწიფო ბანკებმა შეაჩერეს სავალუტო ინტერვენცია ლირის მხარდასაჭერად“, - წერს „ბლუმბერგი“.
ეს მიდგომა ნიშნავს, რომ თურქეთის ახალი ეკონომიკური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი და ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი ჰაფიზე გეიე ერკანი, სერიოზულად არიან განწყობილნი, რათა სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია შეზღუდონ.
მანამდე, სახელმწიფო ბანკები რეგულარულად ყიდდნენ ვალუტას, რათა შეეკავებინათ ლირას ვარდნა. მათ ინტერვენციები შეაჩერეს მაისის ბოლოს პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელახალი არჩევის შემდეგ, მაგრამ 8 ივნისს ისევ განაახლეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები