დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ეროვნული ვალუტა ისევ რეკორდულად გაუფასურდა

თურქეთის ეროვნული ვალუტა ისევ რეკორდულად გაუფასურდა

07-08-2023 21:04:39

თურქულმა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების მორიგი რეკორდი დაამყარა. ლირა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 27,01 ლირა გახდა.

საბირჟო ვაჭრობის ონლაინ მონაცემების თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 1 აშშ დოლარის კურსი  26.95 ლირა იყო. 

იმავდროულად, ევროსთან მიმართებაში თურქეთის ეროვნული ვალუტა ბოლო დღეებში 29,60-იან ნიშნულზე იყიდებოდა.
თურქულმა ვალუტამ სერიოზული გაუფასურება დაიწყო 17 ივლისს მარცვლეულის გარიგების შეჩერების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე.
მანამდე თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი 8,5%-დან 15%-მდე გაზარდა და უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების და ინფლაციის შეკავებას პირობა დადო.
თუმცა, ამის შემდეგ თურქულმა ლირამ შესამჩნევად დაკარგა ღირებულება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები