მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ტურიზმი, ინვესტიციები, ვაჭრობა, როგორია საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური ურთიერთობები

news image

უნგრეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი მზარდია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოში უნგრეთიდან 69.9%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა.

უნგრეთიდან ვიზიტორების ზრდას და პირიქით, საქართველოდან უნგრეთში ტურისტული ნაკადების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ საქართველოში წლებია ოპერირებს ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და ყოველწლიურად ქუთაისიდან მიმართულებებს და სიხშირეებს ზრდის.

რაც შეეხება უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს, 2022 წელს უნგრეთიდან საქართველოში 2.7 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 32.5%-ით ნაკლები მაჩვენებელია. უნგრეთის წილი მთლიან FDI-ში 0,1%-ია. 

ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობების თუ დავაკვირდებით, სახეზეა, რომ უნგრეთიდან იმპორტი ზრდას, ხოლო საქართველოდან ექსპორტი კლებას აჩვენებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში უნგრეთიდან საქართველოში 46,023.79 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 36,074.75 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 28%-ია.

2022 წელს უნგრეთიდან იმპორტმა 57,494.68 ათასი დოლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ უნგრეთში 598.58 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა. 2022 წლის 8 თვეში საქართველოდან უნგრეთში 2,328.05 ათასი დოლარის პროდუქციის გაგზავნა ფიქსირდება. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთში ყიდის

  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 209.22 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 113.28 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 87.60 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 69.88 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 27.37 ათასი დოლარი.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთიდან ყიდულობს

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 24,343.37 ათასი დოლარი;
  • მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან, სხვა - 2,394.66 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 2,316.01 ათასი დოლარი;
  • საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის - 1,960.48 ათასი დოლარი;
  •  ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 1,003.79 ათასი დოლარი.
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა