მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ტურისტების რაოდენობის 15%-იან ზრდას ველოდებით - „კასტელო მარე“

news image

 

ზღვისპირა კურორტებზე ტურისტული ნაკადების ზრდას ელიან. ქობულეთში მდებარე მსხვილი ტურისტული ობიექტის „კასტელო მარეს“ დამფუძნებელი ზანდა მესხიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ დამსვენებლების რაოდენობაც გაიზრდება.

მესხიძის თქმით, ამ ეტაპზე სასტუმროში დამსვენებლების ძირითად ნაწილს ადგილობრივი ტურისტები წარმოადგენენ. „მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სასტუმროში დასვენება ქართველი მომხმარებლისთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ეს აისახება კიდეც დატვირთულობაზე, ამ ეტაპზე სტუმრების ძირითადი ნაწილს ადგილობრივები შეადგენენ, თუმცა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მხრიდანაც იზრდება მოთხოვნა. რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ჯავშნები გააუქმეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამას სისტემური ხასიათი არ აქვს. ველოდებით, რომ მოთხოვნა კიდევ მოიმატებს, სავარაუდოდ, 15%-ის ფარგლებში, მოლოდინი ამ მხრივ პოზიტიურია.

ველოდებით სტუმრებს პოლონეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა სტატისტიკურად პირველ ადგილზე 50-52%-ით ქართველი ტურისტი არიან", - ამბობს ზანდა მესხიძე.

რაც შეეხება განთავსების ტარიფებს, მაღალ სეზონზე სასტუმროში ნომრების ფასი ერთი ღამით, 300 ლარიდან 900 ლარამდე მერყეობს. ზანდა მესხიძის თქმით, შარშანდელთან შედარებით, ფასები თითქმის შენარჩუნებულია.

ცნობისთვის, სასტუმრო „კასტელო მარე“ 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც ციხისძირში სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, რომლის კომპლექსშია სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე, რომელიც 100 ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა