მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

წუხანდელი თავდასხმის შედეგად, პარლამენტში 48 სამუშაო ოთახია დაზიანებული - შალვა პაპუაშვილი

news image

დღის განმავლობაში ჩატარებული დათვალიერების შედეგად, შემიძლია გითხრათ, რომ წუხანდელი თავდასხმის შედეგად, პარლამენტში 48 სამუშაო ოთახია დაზიანებული, - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან ისაუბრა იმ ზარალზე, რომელიც აქციის მონაწილეების ქმედებების შედეგად პარლამენტის შენობას გუშინ ღამით მიადგა.

„დაზიანდა ჭიჭინაძისა და რუსთაველის გამზირის მხრიდან ქვედა სართულების თითქმის, ყველა ფანჯარა. დაზიანებულია სხვადასხვა სახის საოფისე ტექნიკა. დამწვარია პარლამენტის ხის კარი ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, განადგურდა პარლამენტის ცენტრალური კორპუსის გათბობა-გაგრილების აგრეგატები, დაზიანდა სასაწყობე სივრცეები, სასწავლო ცენტრის კომპიუტერული ლაბორატორია. სრულადაა განადგურებული პარლამენტის კაფეტერია, რომლის ფანჯრებიც გადიოდა ჭიჭინაძის ქუჩაზე.

ცალკე ხაზი მინდა გავუსვა პარლამენტის გარე განათებას, რომელიც მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი დაზიანების შედეგად, გათიშულია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა