მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„წნული“ ნედლეულის ბაზის შექმნას გეგმავს და ექსპორტისთვის ემზადება

news image

სოციალური საწარმო „წნულის“ დამფუძნებელი დავით პარკაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანია ნედლეულის ბაზის შექმნას გეგმავს და ექსპორტისთვის ემზადება.

კომპანია ამ დროისთვის ბაზრის  მოთხოვნის 20%-ს აკმაყოფილებს, თუმცა როცა ნედლეულის დეფიციტს დაძლევენ, წარმადობა ბაზრის 80%-ზე გასვლის შესაძლებლობას მისცემთ. „წნულს“ ბაზარზე 40-მდე დასახელების პროდუქცია გამოაქვს. ესაა ტირიფის ტოტებისგან დამზადებული ავეჯი, თაროები, კალათები, აქსესუარები და ა.შ.

„პრობლემაა პროდუქციის დასამზადებლად საჭორო ნედლეული, ამის გამო ჩვენი წარმოება სეზონურია. ტირიფის კულტივაცია არ ხდება ნედლეულს მდინარის ნაპირზე მოვიპოვებთ. ჩვენი გეგმაა, ნედლეულის ბაზის შექმნა. ამისთვის ავიღებთ სპეციალურ ტერიტორიაზე მიწის ფართობს, სადაც უნდა გაშენდეს ტირიფის ის ჯიშები, რომლისგან მიღებული ნედლეულითაც მზადდება სპეციალური აქსესუარები.

ამ დროისთვის პოლონურ მხარესთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ სხვადასხვა ჯიშის ტირიფი შემოვიტანოთ საქართველოში. როდესაც ჩვენი ნედლეული გვექნება, ვგეგმავთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადასამზადებელი ცენტრები გავხსნათ, შემდეგ კი ექსპორტისთვის მოვემზადოთ“, - ამბობს დავით პარკაძე.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, დავით პარკაძე ამბობს, რომ უცხოეთში „წნულის“ პროდუქციაზე მოთხოვნა არის, თუმცა მიწოდებას უწყვეტი საწარმოო ჯაჭვის არ არსებობის გამო ვერ ახორციელებენ. „მოთხოვნა დიდია აშშ-ში, დანიასა და გერმანიაში.  რამდენიმე ნივთიც გავუშვით“, - ამბობს მეწარმე.

სოციალური საწარმო „წნული“ 2017 წელს შეიქმნა. საწარმოს იდეის ავტორების სურვილი იყო ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის სივრცის შექმნა.

„შევიმუშავეთ ინკლუზიური გადამზადების პროგრამა, შემდეგ უკვე მივმართეთ საგრანტო კონკურსებს. პირველი მხარდამჭერი იყო საქართველოს ბანკი და ფონდი ებილესი. ჩავუშვით სატესტო პირველი პროგრამა, რომელიც 7 ბენეფიციარზე იყო გათვლილი. პროექტმა გაამართლა და სამი შემდეგ გაყიდვები დავიწყეთ. შემდეგ გავაკეთეთ საამქრო. მომხმარებლიდან ინტერესი დიდია და დღეს, წარმოების დაწყებიდან 7 წლის შემდეგ, 40-მდე დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ“,- ამბობს დავით პარკაძე. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა