მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ცნობილია, GITA-ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები სვანეთში

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სვანეთში გამოვლინდნენ. საერთო ჯამში, დაფინანსდა სამი პროექტი, GITA - ს გრანტი მოიპოვა ორმა სტარტაპმა, ერთს კი USAID - ი დააფინანსებს.

გამარჯვებული პროექტები:

არქიმარკეტი - პროექტის მიზანია, შეიქმნას ციფრული პლატფორმა, სადაც მოხდება მზა არქიტექტურული პროექტების, ისევე როგორც მათი მორგებისთვის საჭირო სერვისების, ყიდვა-გაყიდვა.

სვანური სამაგიდო თამაშები ციფრული ელემენტებით - სამაგიდო თამაშები შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის  DALL-E  - ის დახმარებითრომელიც ხელს შეუწყობს  სვანური კულტურისა და ტრადიციების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ ყველაფრის საინტერესოდ და სახალისოდ თამაშებში ინტეგრაციას.

outdoor hobbies - პროექტის მიზანია, შეიქმნას ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე, სპორტული ინვენტარის გაქირავების ონლაინ პლაფორმა, სადაც მომხმარებლები შეძლებენ მარტივად მოიძიონ, იქირაონ ან გააქირაონ   სპორტული ინვენტარი.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს ზუგდიდის, წალენჯიხის, ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი  სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებებია: 1) პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. 2) ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში, 3) რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან იდეიდან პროდუქტი, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.     

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს აფასებდა კომისია, რომელიც დაკომპლექტებული შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით, შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა:  ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე  www.grants.gov.ge.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა