წლიურ ჭრილში, ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სერვისი გაძვირდა
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (-19.1 პროცენტი),
ზეთი და ცხიმი (-4.9 პროცენტი),
პური და პურპროდუქტები (-2.7 პროცენტი),
რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი),
ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი).
ამასთან, ფასები გაიზარდა:
თევზეულზე (3.3 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი)
და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი)
პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯგუფების წვლილი
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0.0 % წილი ინფლაციაში 0,02
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 7.4 %წილი ინფლაციაში 0,50
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 0.4 % წილი ინფლაციაში 0.00
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 4.5 % წილი ინფლაციაში 0,46
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 5.5 % წილი ინფლაციაში 0,27
ჯანმრთელობის დაცვა -6.9% წილი ინფლაციაში - 0,67
ტრანსპორტი -11.6% წილი ინფლაციაში -1,45
კავშირგაბმულობა -3.1 % წილი ინფლაციაში - 0,11
დასვენება, გართობა და კულტურა -0.1 % წილი ინფლაციაში -0,01
განათლება 6.8% წილი ინფლაციაში 0,31
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 10.2% წილი ინფლაციაში 0,37
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 17.7 წილი ინფლაციაში 0,89
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები