მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

წინასაგამოცდო რეკომენდაციები აბიტურიენტებს

news image

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  აბიტურიენტებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელის ნანა ლოლაძის წინასაგამოცდო რეკომენდაციებს აქვეყნებს.

„გამოცდაზე სწორად გაანაწილეთ დრო, რათა აუჩქარებლად შეძლოთ თითოეულ დავალებაზე მუშაობა.
ტექსტის რედაქტირების დავალების შესრულებისას ჯერ ყურადღებით უნდა წაიკითხოთ მოცემული ტექსტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება. ნუ შეცვლით ცალკეულ სიტყვებსა და კონსტრუქციებს კონტექსტის გააზრების გარეშე.
გულდასმით გაეცანით ტესტის მეორე ნაწილში შემოთავაზებულ ტექსტებსა და დავალებების პირობებს და ამის შემდეგ აირჩიეთ ტექსტი, რომლის მიხედვითაც უნდა უპასუხოთ წაკითხულის გააზრების კითხვებს და შეასრულოთ წერითი დავალება.
წერითი დავალება არ გასწორდება, თუ თქვენი მსჯელობა შემოიფარგლება ოთხი-ხუთი წინადადებით, ხოლო თუ მისი მოცულობა არ აღემატება 150 სიტყვას, არ შეფასდება ენობრივი თვალსაზრისით (VIII, IX და X კრიტერიუმების მიხედვით).
დავალებები შესრულებული უნდა იყოს გასაგები (გარკვეული) ხელწერით. კალიგრაფიის გამო ქულა არ დაგაკლდებათ, მაგრამ ის მონაკვეთები, რომელთა ამოკითხვაც გაძნელდება, შეფასებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული.
დაიტოვეთ საკმარისი დრო პასუხების ფურცელზე თქვენი ნამუშევრის მშვიდად გადასატანად“, - აღნიშნულია ნანა ლოლაძის წინასაგამოცდო რეკომენდაციებში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა