მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

წელს კარგი მოსავალია, გვაქვს მოლოდინი, რომ ბიო ღვინის წარმოება გაიზრდება - „იაგოს ღვინის“ მფლობელი

news image

წელს ყურძნის კარგ მოსავალს ველით და გვაქვს მოლოდინი, რომ ბიო ღვინის წარმოებას 10 000 ბოთლამდე გავზრდით, -ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა განუცხადა.

„საკმაოდ კარგი წელია როგორც ყურძნის მოსავლის ისე ხარისხის თვალსაზრისით. ჩვენ რთველი არ დაგვისრულებია. დაახლოებით 4 ჰექტარზე გვაქვს ვენახი, წარმადობა მცირეა, თუმცა წელს გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით ზრდა გვექნება და ბიო ღვინოს ადგილობრივ ბაზარზეც გავყიდით“, - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.

ამ დროსათვის „იაგოს ღვინო“ ექსპორტზე 11 ბაზარზეა წარმოდგენილი.

მათ შორის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ასევე იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, სინგაპურში და სხვა.

„მცირე მარნის ხაზს მივყვებით, ჯერჯერობით ასეა და ამ მხრივ არც მომავალში ვაპირებთ ცვლილებას, სტატუსს ბოლომდე შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, უცვლელია ტექნოლოგია, რომელიც ღვინის ბუნებრივად წარმოებას გულისხმობს. ეს არის არტიზანული მეღვინეობის არსი, რაც ადამიანისა და ხელოვნების კავშირს გულისხმობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად განვავითაროთ ეს მიმართულება, რაც ჩვენი არჩევანია“, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი Business Insider Georgia - თან.

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილმა ორგანული ბიომეურნეობის განვითარება 1998 წელს, 2003 წლიდან უკვე ბუნებრივი ნატურალური ღვინის წარმოება და ქვევრის ღვინის ჩამოსხმა დაიწყო; თავდაპირველი წარმოება წლიურად 600 ბოთლ ღვინოს შეადგენდა და დღეს უკვე 7000 ბოთლი ისხმება. პირველი ბიო სერტიფიკატი ,,იაგოს ღვინომ“ 2004 წელს მიიღო. ვენახი გაშენებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა