მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

წარმოვაჩენთ  ბიზნესებს, რომლებიც ხარისხიან და 100%-ით უვნებელ პროდუქტებს ქმნიან - პლატფორმა ,,გემოვანი"

news image

ქართული პროდუქციის პლატფორმა "გემოვანი" ამოქმედდა. პლატფორმა აერთიანებს მეურნე-მეწარმეებს და ბიზნესებს, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არიან ჩართული.

როგორც ,,გემოვანის“ თანადამფუძნებელი ირაკლი ჩავლეიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, კომპანიის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია,  აწარმოებდეს მხოლოდ ადგილობრივ პროდუქტს მარგებელის კონცეფციით ანუ ქიმიური დანამატების გარეშე.

,,დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული იდეა ვაქციეთ რეალობად. პროექტს ვახორციელებთ ,,რუსთავი2“ -თან, ხოლო კომპანიები არიან როგორც კვების მრეწველობაში, ასევე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები. მათ შორის თავის მოვლის საშუალებების მიმართულებაში, როგორიცაა საპონი და სხვა.

წარმოვაჩენთ მწარმოებლებს, რომელთა საქმიანობა  მაღალი ხარიხის პროდუქციას უკავშირდება. პურის წარმოება რომ ავიღოთ, ბევრი საშუალო და  მცირე მწარმოებელია, რომელიც დადასტურებულად იყენებს  ადგილობრივ ნედლეულს, ქიმიური დანამატების  გარეშე, ასევე ბუნებრივ საფუარს, როგორსაც მხოლოდ ჩვენ არ ვაწარმოებთ, ყველა ამ კომპანიას წარმოვაჩენთ. ვაპირებთ გავშალოთ სხვადასხვა მიმართულებაში, მათ შორის ხორცპროდუქტების სექტორიც ჩავრთოთ“, - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი. მისი თქმით, პროექტი 2 ოქტომბრიდან დაიწყო და საბოლოოდ სავარაუდოდ გახდება რეალითი შოუ, მასიური კამპანია, სადაც საზოგადოებას გააცნობენ ბიზნეს კომპანიებს და მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ უნიკალური ტექნოლოგია,  მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ბაზრის თუნდაც მცირე წილი ეკავოთ.

რაც შეეხება ,,მზეთამზეს" , ამ ბრენდით ქართული პური უძველესი ტექნოლოგიით მზადდება. წარმოებაში გამოიყენება ადგილობრივი ხორბლის ფქვილი და ბუნებრივი საფუარი.

,,გემოვანი" ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით ინდუსტრიულად პურს აწარმოებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა