მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიან, დაჩქარებულ სერვისებს შემოვიღებთ - კახა კალაძე

news image

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ახალი, ფასიანი სერვისების შემოღება იგეგმება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს დაავალა.

„ურბანულ მიმართულებას შეგვიძლია ახალი სერვისები დავამატოთ, რომელიც ფასიანი იქნება. ეს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომსახურება დაჩქარდეს და პასუხი ვადაზე ადრე გაეცეს. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყონ  ამ საკითხებზე მუშაობა.

ამასთან, დღეს არის კიდევ ერთი პრობლემა - არიან ადამიანები, ვისაც არ აქვთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა არქიტექტურის ან ურბანულ სამსახურთან. არის შემთხვევები, როდესაც შემოტანილ განცხადებაზე ხარვეზი უდგინდებათ. ჰგონიათ, რომ მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება კონკრეტულ ადამიანს ნებართვის გაცემაზე. ფასიანი მომსახურების დამატების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომლებსაც დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ეყოლებათ მერიის თანამშრომელი წარმომადგენლის სახით და ყველა სამუშაოს ის შეასრულებს. ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად დავამუშაოთ აღნიშნული სერვისების დაგეგმვა. საზოგადოებას კი ექნება არჩევანი - სწრაფი ფასიანი სერვისი მიიღოს ან კანონით გაწერილ ვადაში ეცნობოს პასუხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ვადაგადაცილებულ განცხადებებზე ისაუბრა, რომელთა ოდენობაც 2017 წელს დაახლოებით, 800-ს შეადგენდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამსახური გამართულად მუშაობს და განცხადებებზე დროული პასუხების გაცემა ხდება.

 

„საზოგადოებას ახსოვს, როდესაც 2017 წელს მოვედით მერიაში, ძალიან ბევრი მიმართულებით იყო პრობლემა. მათ შორის იყო ურბანული საკითხები, რადგან ამ მიმართულების სამსახური ცალკე არ გვქონდა და არქიტექტურის სამსახურთან იყო შერწყმული. მოქალაქეები შემოტანილ განცხადებებზე დროულ პასუხებს ვერ იღებდნენ. იყო დიდი უკმაყოფილება, რადგან დაახლოებით, 800-მდე ვადაგადაცილებული განცხადება იყო, რომელიც საჭიროებდა სამსახურების პოზიციების შეჯერებას, გადაწყვეტილების მიღებას და დარღვეული იყო პასუხის გაცემის ვადები. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. მიხარია, რომ დღეს ეს მიმართულება გამართულად მუშაობს და ვადებში ხდება პასუხების გაცემა. მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ამ პროცესშია ჩართული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა