თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
,,დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, თავდადებისა და დამოუკიდებლობის სურვილის სიმბოლო. ტრაგიკულია ეს დღე, ამავე დროს არის ჩვენი თავმოყვარეობის და სიამაყის დღე. ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ახალგაზრდები შეეწირნენ. ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში, გმირთა ხეივანში, 9 აპრილის მემორიალთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები