მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

news image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. 

დაბა ჩაქვში ტურისტულად აქტიურ  ზონაში, სრულად განახლდა და შეიცვალა არსებული პარკის ინფრასტრუქტურა. პარკის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. 

დასკვნით ეტაპზეა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მოსწავლეები სექტემბრიდან სწავლას ევროპული სტანდარტების, განახლებულ სკოლაში გააგრძელებენ. განხორციელდა შენობის შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი.  სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. სამუშაოების ღირებულება 1 600 000 ლარია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. გაზი სოფელ ხალას 205 აბონენტს ჩაერთვება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ხალაში ჯემალ კახიძის ოჯახში გაზი აანთო. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში 27 სოფელში განხორციელდა გაზიფიცირება, ბუნებრივი აირი 12 418 აბონენტს მიეწოდება და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. გაზიფიცირების სამუშაოები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელდა.

ქობულეთში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთის მერმა ლევამ ზოიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მიჯისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა