მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიზარდა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი (723.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.9%-ით (100.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.0% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.

სტატისთიკის თანახმად, გამოიკვეთა 5 ქვეყანა, საიდანაც ფულადი გზავნილები საქართველოში 2024 წლის თებერვალში 2023 წლის თებერვალთან  ყველაზე მეტად გაიზარდა. 

ხუთეულში პირველია იორდანია, საიდანაც თებერვალში  $1.62 მილიონი გადმოირიცხა, ზრდა წლიურ ჭრილში 423.70%-ია. მეორეა, ირლანდია - გადმოირიცხა $4.63 მილიონი, ზრდა 61.18%-ია. მესამეა  უზბეკეთი, - გადმოირიცხა $1,55 მილიონი, ზრდა 60,01%-ია. წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილების ზრდის მოცულობიით მეოთხეა აშშ, საიდანაც თებერვალში $41.21 მილიონი გადმოირიცხა და ზრდამ 35.33% შეადგინა. მეხუთე ადგილს იკავებს პოლონეთი, საიდანაც $2.54 მილიონი გადმოირიცხა, ზრდა 29.87%-ია. 

2024 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.0 მლნ აშშ დოლარი (77.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის თებერვლის (27.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1%-ით მეტია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა