მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

TIBR ინდექსზე სესხების მიბმას მომხმარებელზე გავლენა არ ექნება და სესხს არ გაუძვირებს - გიორგი ლალიაშვილი

news image

საბანკო სესხების თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR ინდექსზე) მიბმის საკითხი არ არის სიახლე - შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წელს იქნა მიღებული და 2023 წლის განმავლობაში ეს პროცესი ეტაპობრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თანმიმდევრულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა განაცხადა. 
მისი თქმით, გასულ წელს ბანკებმა TIBR-ის ინდექსზე მიბმული საკმაოდ დიდი რაოდენობით სესხები გასცეს. 
„დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტია უკვე ასეთი პორტფელი. პარალელურად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიც გაიცემოდა“, - დასძინა მან. 
გიორგი ლალიაშვილის განმარტებით, TIBR ინდექსი უკეთესად ასახავს საბაზრო პირობებს და ამ ინდექსზე სესხების მიბმას არ ექნება გავლენა მსესხებელზე. 
„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TIBR ინდექსზე გადასვლის პროცესს არ ექნება გავლენა მსესხებლებზე. მათ არ გაუძვირდებათ სესხები და არც რაიმე სახით გაუუარესდებათ პირობები. პირიქით, TIBR არის უკეთესი ინდექსი, რომელიც უკეთესად ასახავს საბაზრო პირობებს და მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებში ყველანაირად გამართლებულია“, - აღნიშნა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა. 
გიორგი ლალიაშვილის განცხადებით, მსესხებლებმა, ვისაც ჰქონია შეხება ევროს ან დოლარის სესხებთან, იციან, რომ ასეთი ტიპის სესხები მიბმული იყო LIBOR-ის განაკვეთზე, რომელიც არის კიდეც საბაზრო განაკვეთი და დოლარის ან ევროს სესხები არ ყოფილა მიბმული ევროპის ან ამერიკის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების ან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთებზე.

მისივე თქმით,  საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს LIBOR-ის ჩანაცვლების პროცესი უფრო საიმედო, თანამედროვე და გამჭვირვალე ინდექსებით. 

„სწორედ ეს პროცესი წარიმართა საქართველოშიც, სადაც ჩვენ მსოფლიო მოწინავე გამოცდილების გათვალისწინებით შემოვიღეთ  TIBR ინდექსი, რომელიც არის უფრო გამჭვირვალე, საიმედო ინდექსი. იგი უკეთესად ასახავს ბაზარზე არსებულ სიტუაციას და მისი გამოყენება სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტებში, მათ შორისო საბანკო სესხებში  არის უკეთესი პრაქტიკა“, - აღნიშნა გიორგი ლალიაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა