მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

თიბისი, Visa და Kovzy E-commerce განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

news image

Ecommerce in a box წარმოადგენს თიბისის, Visa-ს და Kovzy-ის ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკვები ინდუსტრიის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების (SME-ების) ხელშეწყობას მათი ონლაინ აქტიურობისა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდაში. პროგრამა მონაწილე ბიზნესებს სთავაზობს წვდომას მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ თიბისის  SME  მომხმარებელი გადაწყვეტს ამ მომსახურებას მიღებას, მას თიბისი ბიზნესი 3 დამატებით სარგებელს სთავაზობს: 

 

  1. ბიზნესს ეხსნება ყოველთვიური შევსებადი საკომისიო;
  2. 6 თვის განმავლობაში ხდება თიბისის ბიზნეს ნაკრების მომხმარებელი უფასოდ;
  3. E-commerce - ით Visa - ს ბარათით გადახდის შემთხვევაში, მას უკან დაუბრუნდება საკომისიო თანხა, მაქსიმუმ 300 ლარი.

 

პროგრამის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ისარგებლონ ციფრული კომერციისა და ონლაინ შოპინგის მზარდი ტენდენციით. ელექტრონული კომერციის აუცილებელი ინსტრუმენტებისა და რესურსების მიწოდებით, პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს გადალახოს ციფრულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული წინაღობები, გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა და გაზარდოს შემოსავლის წყაროები.

 

პროგრამა გათვლილია ქვეყნის მასშტაბით არსებულ სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფე-რესტორნების კატეგორიაში 100 მცირე და საშუალო ბიზნესზე.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა