თიბისი ლიზინგმა, კაპიტალის ბაზარზე ₾15 მილიონის პირველი მწვანე ობლიგაციები განათავსა
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული, 15 მილიონი ლარის პირველი მწვანე საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა. კომპანია, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, მწვანე სალიზინგო პორტფელის ზრდის დაფინანსებისთვის გამოიყენებს.
3-წლიანი გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR3M+2.75%-ით განისაზღვრა. ობლიგაციებში ინვესტიცია, ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, საპენსიო ფონდმაც განახორციელა.
ეს ტრანზაქცია TBC Leasing - თიბისი ლიზინგისა და თიბისი კაპიტალისთვის - მე-9 ერთობლივი, თიბისი კაპიტალისთვის კი, მწვანე ობლიგაციების რიგით მე-6 განთავსებაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები