თიბისი ბანკის ჯგუფი ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს
თიბისი ბანკის ჯგუფი TBC BANK GROUP PLC 2024 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ჯგუფმა როგორც საქართველოს, ასევე უზბეკეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.
2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9.5%-ს გაუტოლდა. აღნიშნულის პარალელურად, 2025 წელს ისეთი ორგანიზაციები როგორიცა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და Fitch 5.3% - 6.0% -მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ. TBC Capital ელის რომ დასახელებულ წელს ეკონომიკა ზომიერად დაბალი მაჩვენებლით გაიზრდება ვიდრე წინა პროგნოზი - 5.5%. ინფლაცია კი კვლავაც სებ-ის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.
ანგარიშის თანახმად, TBC-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 1.7 მლნ-ს უტოლდება. ამასთან, ახალრეგისტიტებული ბიზნესების 68% TBC ბანკს ირჩევს.
2024 წელს TBC-ის სესხების მოცულობა 15%-ით, ხოლო დეპოზიტები 10%-ით გაიზარდა.
ამასთან, გასულ წელს საცალო სესხების ზრდა განპირობებული იყო სწრაფ სამომხმარებლო სესხებზე ფოკუსირებით, რომელმაც წლის ჭრილში 50%-იანი ზრდა აჩვენა, რაც თავის მხრივ განპირობებული იყო გაყიდვების გაუმჯობესებული პროცესებით და გაზრდილი დიგიტალიზაციით.
2024 წელს უზბეკეთის ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ორგანიზაციები 2025 წელს 5.7% - 6.2% ეკონომიკურ ზრდას მოელიან, რასაც ჯგუფის მოლოდინიც შეესაბამება. დეკემბრის მონაცემებით ინფლაცია 9.8%-ზე ნარჩუნდება. თიბისი უზბეკეთის ეკოსისტემამ გადააჭარბა 18 მილიონ უნიკალურ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რაც წარმოადგენს უზბეკეთის მოსახლეობის თითქმის 50%-ს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები