გიზიარებთ ბლოგს: ინვესტირების დაწყება შეიძლება რთულად გეჩვენებოდეთ. მათ შორის, იმის გამო, რომ ეკონომიკის სახელმძღვანელოსთვის დამახასიათებელი ტერმინების სიჭარბე თვალს ჭრის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტერმინი ზედმეტად დამაბნევლად ჟღერს, მათ მიღმა დამალული შინაარსი მარტივად გასაგებია, თავად ინვესტირების პროცესი კი საკმაოდ ინტუიციურია.
ამჯერად იმ ძირითად ტერმინებს გაგაცნობთ, რომელთაც საფონდო ბირჟაზე ყველაზე ხშირად შეხვდები და რომელთა ცოდნა აუცილებელია, თუკი ინვესტირების დაწყება გსურს.
ეს არის კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამოხატავს მისი გარკვეული წილის ფლობას. აქციის შეძენით ინვესტორი ხდება კომპანიის მეწილე, ანუ თანამესაკუთრე. აქციების ყიდვა-გაყიდვა საფონდო ბირჟაზეა შესაძლებელი, აქტივის ფასს კი განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: კომპანიის ფინანსური შედეგები, ანალიტიკოსების მოლოდინები, გეოპოლიტიკური ვითარება და ეკონომიკური მდგომარეობა.
ეს არის ფასიანი ქაღალდების ერთგვარი ნაკრები, რომელიც რამდენიმე აქტივში ერთდროულად ინვესტირების საშუალებას იძლევა. მაგალითად, ავტომწარმოებლების ETF-ში მხოლოდ ამ სექტორის წარმომადგენელი კომპანიების აქციები შედის. ბირჟაზე ყველაზე მოთხოვნადი ინდექს ფონდი S&P500-ია, რომელიც აშშ-ის 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს და მას საინვესტიციო ოქროს სტანდარტად მიიჩნევენ.
ეს არის საინვესტიციო ანგარიშის სინონიმი, რომელიც ინვესტორის მფლობელობაში არსებული აქტივების ერთიანობას გამოხატავს. პორტფელი, შესაძლოა, იყოს დივერსიფიცირებული, ანუ განაწილებული და რისკებისგან დაზღვეული, ან იყოს ერთ კონკრეტულ აქტივზე, მაგალითად, Apple-ის აქციებზე სრულად კონცენტრირებული. პორტფელში სხვადასხვა ტიპის აქტივები შედის, მათ შორისაა: აქციები, ფონდები, ობლიგაციები, საბანკო სერტიფიკატები, კრიპტოაქტივები, უცხოური ვალუტა, უძრავი ქონება, ძვირფასეულობა, ხელოვნების ნიმუშები, ოქრო ან სხვა ტიპის საქონელი.
ეს არის კომპანიის მიერ ინვესტორებზე განაწილებული მოგება. როგორც წესი, კომპანიები დივიდენდს კვარტალში ერთხელ გასცემენ, მისი მოცულობა კი პირდაპირ კავშირშია კომპანიის ფინანსურ შედეგებთან. დივიდენდს, უმეტესწილად, სტაბილური და მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანიები გასცემენ. ტექნოლოგიური და სწრაფად მზარდი კომპანიების მხრიდან კი დივიდენდის განაწილება იშვიათობაა.
ეს არის აღმასვლისაკენ მიმართული საბაზრო ტენდენციის გამომსახველი ტერმინი. ასეთ პერიოდში იზრდება თითქმის ყველა სახის აქტივის ღირებულება, რაც გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობით, შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკით ან ეკონომიკური ბუმით შეიძლება იქნეს განპირობებული. ხარის ბაზარი, შესაძლოა, რამდენიმე თვე ან წელიწადი გაგრძელდეს, მისი დაწყების ინდიკატორად კი ინდექს ფონდი S&P500 გამოიყენება, რომლის 20%-იანი ზრდა ხარის ბაზრად კვალიფიცირდება.
ეს არის დაღმასვლისაკენ მიმართული საბაზრო ტენდენციის გამომსახველი ტერმინი. ასეთ პერიოდში ეცემა თითქმის ყველა სახის აქტივის ღირებულება, რაც გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ან რეცესიით შეიძლება იქნეს განპირობებული. დათვის ბაზარი, შესაძლოა, რამდენიმე თვე ან წელიწადი გაგრძელდეს, მისი დაწყების ინდიკატორად კი ინდექს ფონდი S&P500 გამოიყენება, რომლის 20%-იანი შემცირება დათვის ბაზრად კვალიფიცირდება.
ახლა უკვე ყველა საბაზისო ტერმინი იცი, რომელიც ინვესტირების დასაწყებად გჭირდება, საინვესტიციო პორტფელის შექმნის და სასურველი აქციებისა თუ ფონდების შეძენის საშუალებას კი საქართველოს ბანკის მობილბანკი მოგცემს.
წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე:
• რომელ ფასიან ქაღალდებში შეგიძლია ინვესტირება მობილბანკით;
• რატომ უნდა გახსნა საინვესტიციო ანგარიში მობილბანკში;
• ინვესტირების რომელი სტრატეგიაა უკეთესი – აქტიური თუ პასიური?;
• რატომ დავიწყე ინვესტირება – აკო ახალაია;
• როგორ დავიწყე ინვესტირება — გაგა დარსალია.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი