მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას - მაია ბითაძე

news image

დღესდღეობით ის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც დედაქალაქშია, ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკა, ერთადერთი გამოსავალია თბილისში გადაადგილების გაუმჯობესებისთვის.

„ახლა ვუსმენდი ბატონ სანდროს [რაქვიაშვილი] და მიკვირს, როგორ მოახერხა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება გადაადგილების შეზღუდვად შეფუთა, მაშინ როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც დედაქალაქშია, არის ის პოლიტიკა, რომელიც თანამედროვე საფუძვლებზე დაყრდნობილია და დაყრდნობილია მოდელირებისა და გადაადგილების გაუმჯობესების იმ პრინციპებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს. არ შეიძლება ასე დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ თურმე კომფორტია 21-ე საუკუნის ურბანულ სივრცეში მანქანით გადაადგილება, რომელიც დღეს არის საცობის, ჰაერის დაბინძურების და ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების ერთ-ერთი აქტიური წყარო. მარტივად რომ გითხრათ, დღესდღეობით ის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც დედაქალაქშია, ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და დღეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებამ მოგვცა საშუალება, რომ უკვე მოძრაობს 18 და 12-მეტრიანი ავტობუსები. 18-მეტრიან ავტობუს შეუძლია ერთდროულად 120 ადამიანის გადაყვანა ნაცვლად 20 წუთისა, 8 წუთში. შესაბამისად, ის პოლიტიკა, რომელზეც აგებულია დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა, ერთადერთი გამოსავალია, რომ ამ ქალაქში გადაადგილება გაუმჯობესდეს როგორც ფეხით მოსიარულისთვის, ასევე კერძო სატრანსპორტო საშუალების გამომყენებელი ადამიანისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

დღეს ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, იგეგმება მოდელირების მეთოდზე დაყრდნობით და იგეგმება ისე, რომ გზა თანაბრად იყოს გადანაწილებული ფეხით მოსიარულისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და მსუბუქი ავტომობილისთვის. ახლა შუქნიშნების მოდელირების პროგრამა მიმდინარეობს, რომ აღარაფერი ვთქვა საწვავის ხარისხზე და იმ დანარჩენ რეგულაციებზე“, - განაცხადა ბითაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა