მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი გახდა

news image

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტის (ISAGO) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ორგანიზაცია და მართვა, ჩატვირთვის კონტროლი, მგზავრთა გადაყვანა, საბარგო და საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება. 
ISAGO-ს სერთიფიკატი ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურებას ახორციელებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და IATA -ს მოთხოვნების და რეკომენდაციების სრული დაცვით.  
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც არსებული, ასევე ქართული საავიაციო ბაზრით დაინტერესებული ახალი ავიაკომპანიებისთვის, რამდენადაც ISAGO-ს სერთიფიკატის ქონა მათთვის უსაფრთხო ოპერირების, მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვის გარანტს წარმოადგენს. აკრედიტაციის პროცესში ჩართული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა ძალისხმევისა და ეფექტური მუშაობის შედეგად გათვალისწინებულ ვადებში მოხდა სერთიფიცირების წარმატებით დასრულება. 
IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტი (ISAGO) წარმოადგენს საავიაციო ინდუსტრიის გლობალურ, მსოფლიოში აღიარებულ პროგრამას სახმელეთო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისათვის. ISAGO უზრუნველყოფს საექსპლუატაციო პროცედურების სტანდარტიზაციას და ზრდის საუკეთესო პრაქტიკის ჰარმონიზაციას საავიაციო ინდუსტრიაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აკრედიტაციის პროცესი 2023 წელს დაიწყო, რომლის  შედეგადაც IATA-ს  აუდიტორების მხრიდან განხორციელდა სახმელეთო მომსახურების პროცესების სრულმაშტაბიანი აუდიტი. ISAGO-ს აკრედიტაცია კომპანიას ენიჭება 2 წლის ვადით, რომლის ვადის გასვლის შემდგომ IATA-ს მხრიდან ჩატარდება რესერთიფიცირების აუდიტი. აკრედიტაციის ფლობა კიდევ უფრო მნიშნელოვანია დღეს, რამდენადაც თბილისის საერთაშირისო აეროპორტის მმართველი კომპანიის ძირითადი აქციონერი ფრანგული ADP  ჯგუფი გახდა, რომელიც მსოფლიოში 110 აეროპორტში ოპერირებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა