დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის რამდენმე სკოლაში ბომბის არსებობაზე ცრუ შეტყობინებები შევიდა

თბილისის რამდენმე სკოლაში ბომბის არსებობაზე ცრუ შეტყობინებები შევიდა

05-06-2023 16:05:49

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში დღეს დილით ევაკუაცია გამოცხადდა. ადმინისტრაციამ მეილზე ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო, რის შემდგაც დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

„5 ივნისს ბრიტანულ-ქართული აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ განხორციელდა სკოლის სრული ტერიტორიიდან ევაკუაცია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ფაქტის შესახებ ვაცნობეთ შსს და სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ. ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა არ დადასტურდა. ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში ხვალიდან განახლდება, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

მოგვიანებით აკადემიამ გაავრცელა ინფორმაცია,  რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დაადასტურეს. მათივე ცნობით, სასწავლო პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მსგავსი შეტყობინება შევიდა შევიდა სკოლა ლოგოსშიც.

ევაკუაცია განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოდან. არსებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიდა შეტყობინება, რომ სასამართლოს ტერიტორიაზე ბომბია.

შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებები რეგიონების სასამართლოებმაც მიიღეს. ევაკუაცია გამოცხადდა ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, სენაკის, გურჯაანის, გორისა და მცხეთის სასამართლოებში. 

Business Insider Georgia - დეტალებს შსს-ი არკვევს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები