ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებისთვის მასშტაბური საზაფხულო პროგრამები განახლდება, რომელზე რეგისტრაციაც 15 ივნისიდან დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობის მიღება დედაქალაქში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ.
„მინდა საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ მივაწოდო ინფორმაცია. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მისი დანერგვა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მაგრამ მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებას ხელშეწყობა ყოველთვის ექნება. 2023 წლის საზაფხულო პროგრამებში, დაახლოებით, 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება. ეს ეხება თბილისში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროგრამებზე რეგისტრაცია 25 ივნისს დასრულდება.
„დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე და იმედი მაქვს, საზაფხულო პროგრამებით ბევრი ახალგაზრდა ისარგებლებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის უფასო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, შემდეგი აქტივობებია დაგეგმილი:
1. კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია);
2. მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში) - ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში, სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის.
3. ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)
4. ჯომარდობა (ფასანაური)
5. ლაშქრობები „თბილისის გარშემო“ - წარიმართება ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით.
უახლესი
2 საათის წინ
ოქტომბერში ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა2 საათის წინ
ჩინეთიდან იმპორტი 18%-იან ზრდას აჩვენებს