მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

თბილისის მერია მეტროსადგურებში საგვირაბო ესკალატორების ტექნიკური ექსპერტიზას იწყებს

news image

თბილისის მერია მეტროსადგურებში საგვირაბო ესკალატორების ტექნიკური ექსპერტიზას იწყებს. სერვისის შესაძენად თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულმა მხარეებმა განაცხადი 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. სატენდერო შეთავაზების ბიუჯეტი კი დღგ-ს ჩათვლით 336 600  ლარია.

ირკვევა, რომ საგვირაბო ესკალატორების ტექნიკური ექსპერტიზა 11 მეტროსადგურში ჩატარდება და ეს მეტროსადგურებია: 

  • ტექნიკური უნივერსიტეტი I
  • სადგურის მოედანი III
  • მარჯანიშვილი
  • ნაძალადევი
  • სადგური სადგურის მოედანი I
  • სადგურის მოედნის II ამოსასვლელი
  • რუსთაველი
  • თავისუფლების მოედანი
  • ავლაბარი
  • 300 არაგველი
  • ისანი.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული მასალიდან ირკვევა, თბილისის მეტროპოლიტენის 11 მეტროსადგურის 33 ერთეულ „ЛТ-2“, „ЛТ-3“, „ЭТ-3“ და „ЭМ-4“ ტიპების საგვირაბო ესკალატორების ტექნიკური და მათი კონსტრუქციული მდგრადობის ექსპერტიზ(ებ)ი ჩატარდება და შესაბამისი დასკვნ(ებ)ი დადება. აღნიშნული ესკალატორების უმეტესობა ექსპლუატაციაშია1966 წლიდან.

საგვირაბო ესკალატორების მზიდი ლითონ-კონსტრუქციების (საყრდენი კონსტრუქციები) ტექნიკური მდგომარეობის შეფასება ითვალისწინებს:

  • ძირითადი ღერძების და შენადუღი ნაკერების ვარგისიანობის შემოწმებას, შიდა დეფექტების მათ შორის ბზარების გამოვლენას.
  • კოროზიული / საექსპლუატაციო ცვეთის შემოწმებას.
  • ქანჩ-ჭანჭიკოვანი შეერთებების შემოწმებას.
  • საყრდენი კონსტრუქციების დაზიანებების და დეფორმაციების შემოწმებას.
  • ლითონ-კონსტრუქციის გეომეტრიული სტრუქტურის შემოწმება და ქარხნულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.
  • ესკალატორების ლითონის საყრდენი კონსტრუქციების კოროზიული და საექსპლუატაციო ცვეთის შემოწმებას.
  • ანტიკოროზიული საფარის ვარგისიანობის შემოწმებას.

სატენდერო პირობების მიხედვით, უნდა შეფასდეს არამარტო საპროექტო საყრდენების დაზიანებები და დეფორმაციები, კოროზიული და საექსპლუატაციო ცვეთა - არამედ ანტიკოროზიული საფარის მდგომარეობა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების მიხედვით. თუ შენადუღ ნაკერებში გამოვლინდება ტექნოლოგიური დეფექტები (რომლებიც ადრეულ სტადიაზე არ იქნა აღმოფხვრილი), ასეთ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მათი სიმტკიცის მარაგი და დაშვება შემდგომი ექსპლუატაციისათვის.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა