დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისი დრაი პორტი რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება - ჯემალ ინაიშვილი

თბილისი დრაი პორტი რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება - ჯემალ ინაიშვილი

16-10-2024 15:26:00

MSC Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „თბილისი დრაი პორტი“ რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება.

„მარტო თბილისითა და საქართველოს ტერიტორიით ჩვენ არ შემოვიფარგლებით. პირველ ეტაპზე საუბარია სომხეთზე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაზე. ვინაიდან, ბევრი ადრინდელი მარშრუტი, რომელიც გადიოდა რუსეთზე, სანქციების გამო შესაბამისად მიუწვდომელი ხდება. ამიტომ ბევრ კომპანიას აინტერესებს საქართველო, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საიდანაც შემოდის ტვირთები. შესაბამისად, მათთვის საინტერესოა, რომ აქ მოხდეს ტვირთის დასაწყობება და შემდეგ გადატანა დანიშნულების ადგილზე. ეს იქნება სომხეთი, აზერბაიჯანი თუ ცენტრალური აზიის ქვეყნები“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

თბილისი დრაი პორტი, 2025 წლის იანვრიდან ოპერაციებისთვის მზად იქნება. ის დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის მომხმარებელთა ბაზრებთან დააკავშირებს. შეგახსენებთ, რომ AD Ports Group-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა თბილისის მშრალი პორტის შეძენის პროცესის დასრულების შესახებ, რის შედეგადაც ჯგუფი გახდა 60%-იანი წილის მფლობელი და მაჟორიტარი პარტნიორი. ახალი ლოგისტიკური ცენტრს AD Ports Group-ის ლოგისტიკური კლასტერი მართავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები