დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისი დრაი პორტი მულტიმოდალურია და როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტს მოემსახურება - აკაკი საღირაშვილი

თბილისი დრაი პორტი მულტიმოდალურია და როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტს მოემსახურება - აკაკი საღირაშვილი

16-10-2024 13:30:00

 თბილისი დრაი პორტი, არის მულტიმოდალური და როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტს მოემსახურება,- ამის შესახებ მედიასთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, სულ მცირე როგორც ჩვენი რეგიონის კარიბჭეს, აღარ ვსაუბრობ ცენტრალურ აზიასა და ჩინეთზე, ეს ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს.

„მოხდება ტვირთების მომსახურებას, არა მხოლოდ დედაქალაქისთვისა და საქართველოსთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვის. კარგია, რომ ეს პროექტი ხორციელდება და იანვარში უკვე საოპერაციოდ მზად იქნება. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და წაადგება ჩვენს სატრანსპორტო ლოგისტიკურ პოტენციალს და ამის ათვისებას შეუწყობს ხელს. ეს არის სწორედ ამ პროექტის სხივი და ხიბლი. რასაც ბიზნესი მხარს უჭერს და სამრეწველო პალატაც მზადაა განვითარებისთვის გადავდგათ სათანადო ნაბიჯები და მოვიზიდოთ კლიენტები“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

თბილისი დრაი პორტი, 2025 წლის იანვრიდან ოპერაციებისთვის მზად იქნება. ის დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის მომხმარებელთა ბაზრებთან დააკავშირებს. შეგახსენებთ, რომ AD Ports Group-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა თბილისის მშრალი პორტის შეძენის პროცესის დასრულების შესახებ, რის შედეგადაც ჯგუფი გახდა 60%-იანი წილის მფლობელი და მაჟორიტარი პარტნიორი. ახალი ლოგისტიკური ცენტრს AD Ports Group-ის ლოგისტიკური კლასტერი მართავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები