სუდანში, სავარაუდოდ, ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის თვითმფრინავი დაიწვა
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სუდანში ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის თვითმფრინავი დაიწვა, რომელიც ლიზინგით Badr Airlines-ს ჰყავდა აყვანილი და ხართუმის აეროპორტში იყო ბაზირებული.
იმის შესახებ, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა ვიდეო მასალას twitter.com-ზე JACDEC ავრცელებს.
როგორც ცნობილია ამ დროისათვის სუდანში Myway Airlines-ის 13 თანამშრომელია ჩარჩენილი. შეგახსენებთ, რომ სუდანში არეულობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, 15 აპრილს დაიწყო, რა დროსაც სწრაფი რეაგირების ძალებმა ხარტუმის აეროპორტი აიღეს.იმავე დღესვე განადგურდა SkyUp Airlines-სა და Saudia-ს ბორტები.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები