მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და ავსტრიულ Bents Road Winery Pty-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

კომპანია „ბენთს როუდ ვაინერი“ (BRW), რომელიც 2000 წელს დაარსდა, ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე ცივ რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვინსლენდში, ბალანდეანში (Ballandean) მდებარეობს. შედარებით ცივი კლიმატიდან გამომდინარე, იქაურ ღვინოს ევროპული ჯიშებისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური პროფილი უყალიბდება.  აღსანიშნავია, რომ კომპანია მუშაობს ქვევრის ღვინოზეც და აქტიურად ეწევა საფერავის პოპულარიზაციას.

მემორანდუმის ფარგლებში, კვლევითი-ცენტრის მხრიდან  ქართული ვაზის ჯიშების შესახებ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც შესაფერისი იქნება გრანიტის სარტყელში (ქვინსლენდი) პრემიუმ სასუფრე ღვინოების წარმოებისთვის.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ავსტრალიის დელეგაციის წევრებს ცენტრში მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ის პროექტები გააცნო, რომელიც ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების მოძიებას, იდენტიფიკაციას, მიკროვინიფიკაციასა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ ავსტრალიელ სტუმრებს ჯიღაურას ბაზაზე დამზადებული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარუდგინა. ასევე, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს და ვაზის სხვლა-ფორმირების მახასიათებლებს გაეცნენ, რაც მათ ავსტრალიაში გაშენებული  ქართული ვაზის ჯიშების სწორად მართვაში დაეხმარება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა